"ტერორისტის ტელეფონში იყო ფორმაში გამოწყობილი ადამიანების ფოტო, უკრაინის დროშით ხელში" - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი "კროკუსის" ტერაქტზე | Allnews.Ge

"ტერორისტის ტელეფონში იყო ფორმაში გამოწყობილი ადამიანების ფოტო, უკრაინის დროშით ხელში" - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი "კროკუსის" ტერაქტზე

"კრო­კუს სითი ჰოლ­ზე“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტე­რაქ­ტში ბრალ­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი პი­რის ტე­ლე­ფონ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ფოტო, რო­მელ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლი არი­ან ფორ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი უკ­რა­ი­ნის დრო­შით ხელ­ში, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"ტე­რო­რის­ტის ტე­ლე­ფონ­ში იყო ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ფოტო, უკ­რა­ი­ნის დრო­შით ხელ­ში დან­გრე­უ­ლი სახ­ლე­ბის ფონ­ზე. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა მი­უ­თი­თებ­დეს ჩა­დე­ნი­ლი ტე­რო­რის­ტულ აქტსა და სპე­ცი­ა­ლურ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას შო­რის კავ­შირ­ზე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის­თვის "კრო­კუ­სის“ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი აირ­ჩი­ეს კუ­რა­ტო­რის მი­თი­თე­ბით, რო­მე­ლიც მათ ქმე­დე­ბებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

”2024 წლის 24 თე­ბერ­ვლის დი­ლას, ანუ სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბის წლის­თავ­ზე, ერთ-ერ­თმა თა­ნამ­ზრახ­ველ­მა, კუ­რა­ტო­რის მი­თი­თე­ბით, მას გა­უგ­ზავ­ნა "კრო­კუს სითი ჰო­ლი­სა“ და მას­თან მი­სას­ვლე­ლი გზე­ბის სკრინ­შო­ტე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რაქ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და და­ფი­ნან­სე­ბა­ში უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის და ის­ლა­მის­ტუ­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამოწ­მე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, მოს­კო­ვის ოლ­ქში მდე­ბა­რე სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ "კრო­კუს სითი ჰოლ­ზე“ თავ­დას­ხმა 22 მარტს გან­ხორ­ცი­ელ­და. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, თავ­დას­ხმას 144 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

myquiz