კაცს, რომელიც სიამის ტყუპი დებიდან ერთ-ერთზე დაქორწინდა, ყოფილი ცოლი უჩივის - რა სკანდალში ეხვევა ჯოშუა ბოულინგი?
სიამის ტყუპი დების, ები და ბრიტანი ჰენსელების მეუღლის ჯოშუა ბოულინგის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ჯოშუას ყოფილმა ცოლმა ანიკამ ბავშვზე მეურვეობის დასაკისრებლად სასამართლოს მიმართა.
ჯოშუა უკვე ორი წელია, რაც სიამის ერთ-ერთ ტყუპზე, ებიზეა დაქორწინებული. ანიკა და ჯოშუა 2010-2019 წლებში იყვნენ დაქორწინებული და სავარაუდოდ, სარჩელი მათ 3 წლის შვილს უნდა ეხებოდეს, რომელიც 2020 წელს, წყვილის განქორწინების შემდეგ დაიბადა.
ები და მისი ტყუპისცალი ბრიტანი TLC-ის რეალითი შოუთი გახდნენ ცნობილი, სახელწოდებით Abby and Brittany. შოუ 2012 წელს გავიდა ეთერში და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტყუპები 1990 წელს ამერიკაში, მინესოტის შტატში დაიბადნენ და აქვთ საერთო მხრები, ხელები, ორი ფეხი და ორი გული. ები მარჯვენა მკლავსა და ფეხს აკონტროლებს, ბრიტანი კი მარცხენას.
სიამის ტყუპები პრესის პირველ გვერდებზე გასულ კვირას მოხვდნენ, როცა გაირკვა, რომ 2021 წელს ები აშშ-ს არმიის ვეტერან მამაკაცზე დაქორწინდა.
New York Post-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, სარჩელი ჯოშუას ყოფილმა მეუღლემ, ანიკამ მინესოტას სასამართლოში 2023 წლის ოქტომბერში შეიტანა. საბუთების მიხედვით, ანიკას და ჯოშუას საერთო მეურვეობა აქვთ 8 წლის იზაბელაზე. მამობის სარჩელი, სავარაუდოდ, ანიკას მეორე შვილს უნდა ეხებოდეს, რომელიც 2020 წელს დაიბადა, თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალები გაურკვეველია. მეურვეობაზე სარჩელი 2024 წლის 7 მარტს განახლდა, როცა სასამართლოში გენეტიკური ანალიზის დასკვნა შეიტანეს. იხილეთ სრულად