"მოუთმენლად ველი დაკავებას" - შესაძლოა, ჯოან როულინგი დააკავონ: რას წერს მედია მიზეზებზე | Allnews.Ge

"მოუთმენლად ველი დაკავებას" - შესაძლოა, ჯოან როულინგი დააკავონ: რას წერს მედია მიზეზებზე

ჯოან რო­უ­ლინ­გი შე­საძ­ლოა და­ა­პა­ტიმ­რონ - "ჰარი პო­ტე­რის" ავ­ტორს ტრანსფო­ბი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ახალი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც შოტ­ლან­დი­ა­ში ძა­ლა­ში ორ­შა­ბათს შე­ვი­და, კრძა­ლავს სი­ძულ­ვილს სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე.

"სი­ტყვი­სა და რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა შოტ­ლან­დი­ა­ში და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა, თუ ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის ზუს­ტი აღ­წე­რა კრი­მი­ნა­ლად ით­ვლე­ბა. ამ­ჟა­მად ქვეყ­ნი­დან გა­სუ­ლი ვარ, მაგ­რამ თუ ის, რაც აქ დავ­წე­რე, კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა რო­გორც და­ნა­შა­უ­ლი ახა­ლი აქ­ტის პი­რო­ბე­ბით, მო­უთ­მენ­ლად ველი და­კა­ვე­ბას" - და­წე­რა რო­უ­ლინ­გმა.

ცნო­ბის­თვის, შოტ­ლან­დი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი ახა­ლი კა­ნო­ნი სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლად გა­ნი­ხი­ლავს ასაკ­თან, სქეს­თან, გენ­დერ­თან, რა­სას­თან, რე­ლი­გი­ას­თან და სექ­სუ­ა­ლურ ორი­ენ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ისეთ გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, სი­ძულ­ვილს აღ­ვი­ვებ­დნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნი ჯა­რი­მას ან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ჯოან რო­უ­ლინგს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრანსფო­ბი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. მან ამ თე­მა­ზე მრა­ვალ­ჯერ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა. გა­სულ კვი­რას ჯოან რო­უ­ლინ­გმა შოტ­ლან­დი­ის ახა­ლი კა­ნო­ნიც გა­აკ­რი­ტი­კა. მწე­რალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ნო­ნი კო­მი­კუ­რია და ის "კა­ცის­თვის კა­ცის და­ძა­ხე­ბას გა­აგ­რძე­ლებს".

"მე ვიც­ნობ და მიყ­ვარს ტრანსგენ­დე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, თუმ­ცა სქე­სის კონ­ცეფ­ცი­ის გა­უქ­მე­ბა მრა­ვალ ადა­მი­ანს არ­თმევს უნარს, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­ი­აზ­როს" - ამ­ბობს რო­უ­ლინ­გი.

myquiz