ნიდერლანდების ქალაქ ედეში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა - რა ვიცით მომხდარზე? | Allnews.Ge

ნიდერლანდების ქალაქ ედეში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა - რა ვიცით მომხდარზე?

ნიდერლანდების ქალაქ ედეში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა De Telegraaf-ი ავრცელებს.

De Telegraaf-ის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.

ედეს პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული და ბართან ახლოს მდებარე 150 სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

myquiz