მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად იაპონია მოიერიშე თვითმფრინავების სხვა ქვეყნისთვის მიყიდვას დათანხმდა | Allnews.Ge

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად იაპონია მოიერიშე თვითმფრინავების სხვა ქვეყნისთვის მიყიდვას დათანხმდა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად იაპონია მოიერიშე თვითმფრინავების სხვა ქვეყნისთვის მიყიდვას დათანხმდა. BBC-ის ინფორმაციით, ოფიციალურმა ტოკიომ ათწლეულების განმავლობაში არსებული პაციფისტური საგარეო პოლიტიკის შემდეგ პირველად გადაწყვიტა, გაერთიანებულ სამეფოსა და იტალიასთან ერთობლივად შექმნილი მოიერიშე თვითმფრინავები გაყიდოს.

გამოცემის ცნობით, თითოეული თვითმფრინავის ექსპორტზე გასატანად აუცილებელი იქნება იაპონიის მინისტრთა კაბინეტის სრული მხარდაჭერა.

ამასთან, ქვეყნის კაბინეტმა ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც 2027 წლამდე ქვეყნის სამხედრო ხარჯების გაორმაგებას გულისხმობს.

myquiz