ნაცემი ბრალდებულები, რომელთაგან ერთს დაკავებისას ყური მოაჭრეს, 2-მა კი რუსულიც არ იცის - რა ხდებოდა "კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმისთვის დაკავებულთა სასამართლოზე? | Allnews.Ge

ნაცემი ბრალდებულები, რომელთაგან ერთს დაკავებისას ყური მოაჭრეს, 2-მა კი რუსულიც არ იცის - რა ხდებოდა "კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმისთვის დაკავებულთა სასამართლოზე?

24 მარტს ღა­მით მოს­კო­ვის ბას­მა­ნის სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში "კრო­კუს სიტი ჰო­ლის“ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში მომ­ხდარ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბულ 4 პირს. შე­გახ­სე­ნებთ, 22 მარ­ტის ტე­რაქტს 137 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, 182 და­შავ­და. და­ლერ­ჯონ მირ­ზო­ევს, მუ­რო­და­ლი რა­ჩა­ბა­ლი­ზო­დეს, მუ­ჰა­მადსო­ბირ ფა­ი­ზოვს და შამ­სი­დინ ფა­რი­დუ­ნის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით. პა­ტიმ­რო­ბის შე­სა­ხებ სხდო­მა და­ხუ­რულ კარს მიღ­მა ჩა­ტარ­და.

ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი ბას­მა­ნის სა­სა­მარ­თლოს დარ­ბა­ზებ­ში მძი­მედ ნა­ცე­მე­ბი მი­იყ­ვა­ნეს. რა­ჩა­ბა­ლი­ზო­დეს და­კა­ვე­ბი­სას ყური მო­აჭ­რეს. თა­ვის ეს მხა­რე არ არის ნაჩ­ვე­ნე­ბი სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე. სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ცხა­და, რომ ორი­ვემ აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი.

"კრო­კუს სითი ჰოლ­ზე" თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ტა­ჯი­კე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. მათ­გან ორმა რუ­სუ­ლი არ იცის.

ყვე­ლა მათ­განს ბრა­ლად ედე­ბათ ჯგუ­ფუ­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია.

გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, ოთხი­ვე მათ­გა­ნი უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე იყო Crocus City Hall-ზე თავ­დას­ხმის, რომ­ლის დრო­საც 130-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

4aa2dabe9ad5c85eb69b64a74610fcb1-41828-1711358072.jpg

რა მოხ­და სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზეკრო­კუ­სის ცენ­ტრის ტე­რაქ­ტის საქ­მის პირ­ვე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი და­ლერ­ჯონ მირ­ზო­ე­ვი სა­სა­მარ­თლო­ში სა­ხე­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბით გა­მოჩ­ნდა.

მის­თვის პირ­ვე­ლი კი­თხვე­ბის დას­მის შემ­დეგ, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მო­სა­მარ­თლეს სთხო­ვა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის პრე­სის­გან და­ხურ­ვა, რა­საც მო­სა­მარ­თლე ელე­ნა ლენ­სკა­ია და­თან­ხმდა.

გა­მომ­ძი­ებ­ლის თქმით, ღია მოს­მე­ნამ "შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა“ და ასე­ვე "პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სა და მათი ნა­თე­სა­ვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას საფრ­თხე შე­ექ­მნას“.

მა­ნამ­დე, მო­სა­მარ­თლემ თარ­ჯიმ­ნის მეშ­ვე­ო­ბით ჰკი­თხა და­ლერ­ჯონ მირ­ზო­ევს, ეს­მო­და თუ არა, რას ეკი­თხე­ბოდ­ნენ, რა­ზეც ბრალ­დე­ბულ­მა მოკ­ლედ უპა­სუ­ხა და თავი ტა­ჯი­კე­ლად წა­რუდ­გი­ნა. იხილეთ სრულად

myquiz