"ტერაქტი საგულდაგულოდ დაგეგმეს... ერთ-ერთი ტერორისტი ყველა დიდ გაცნობა-დაოჯახების ჯგუფში იყო" - ვინ არიან უმძიმეს დანაშაულში ეჭვმიტანილები: ფოტოები აყვანის ოპერაციიდან
ФСБ-ს მეთაურმა ალექსანდრ ბორტიკოვმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მოახსენდა, რომ "კროკუს სითი ჰოლის" ტერაქტის შედეგად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის 4-ივე ტერორისტი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მასობრივ ხოცვაში.
ამჟამად მიმდინარეობს ინფორმაციის შეგროვება იმის შესახებ, თუ ვინ თანამშრომლობდა რუსეთიდან 4 ტერორისტთან. ცნობილია, რომ ტერორისტები ტრაგედიის ადგილიდან "რენოს" მარკის ავტომობილით გაიქნენ. სამართალდამცავები აედევნენ და ბრაიანკის მახლობლად გაჩერება მოსთხოვეს, რაზეც რა თქმა უნდა, არავინ დაემორჩილა. ამის შემდეგ, გაუხსნეს ცეცხლი, ტერორისტებმა მანქანა გააჩერეს და ტყეში გაიქცნენ.
სროლის დროს ერთ-ერთი ტერორისტი დაიჭრა და მისი აყვანა ადგილზევე შეძლეს, ხოლო სამმა გაქცევა შეძლო, თუმცა ისინი ტყეში დააკავეს.
უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულთა ვინაობა ასე გამოიყურება - ესენი არიან 37 წლის მაჰმადრასულ ნასრიდინოვი, 51 წლის ისმონოვ რივოჟიდინი, 21 წლის საფოლზოდა შოჰინჯონი და 19 წლის მუჰამედსობირ ფაიზოვი.
19 წლის მუჰამედსობირ ფაიზოვი, რომელიც დაიჭრა, საავადმყოფოს რეანიმაციაში გადაიყვანეს და იქიდან პირდაპირ სპეცსამსახურებმა წაიყვანეს.
"ფოტოზე ჩანს, რომ კაცს მარცხენა თვალი დაზიანებული აქვს და ვერ ხურავს. ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და ოპერაციას უტარდება. ფაიზოვთან ერთად კიდევ ერთი ტერორისტი ბრაიანსკთან, უკრაინის საზღვართან დააკავეს" - წერს რუსული მედია. იხილეთ სრულად