"მე და ჩემი მეუღლე VIP ლოჟაში ვისხედით, მოულოდნელად გახსნეს ცეცხლი... ვიღაც ყვიროდა, რომ მანიაკი ისროდა" - რას ჰყვება სოფო კვირიკაშვილი, რომელიც Crocus City Hall-ში იმყოფებოდა
გუშინ მოსკოვის "კროკუს სითი ჰოლში" რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ეს მოსკოვის ერთ-ერთი უდიდესი საკონცერტო დარბაზია, სადაც 6200-მდე ადამიანის დასწრებაა შესაძლებელი. იმ საღამოს დარბაზში ათასობით ადამიანი იმყოფებოდა, რადგან ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტზე ყველა ბილეთი გაიყიდა.
ოფიციალური მონაცემებით, თავდასხმას სულ მცირე 91 ადამიანი ემსხვერპლა, 146 კი დაშავდა.BBC-მ აქვეყნებს სტატიას, სადაც საუბრობენ ის ადამიანები ვინც შეძლეს დარბაზიდან გაქცევა, მათ შორის არის ქართველი სოფიკო კვირიკაშვილი, რომელიც კონცერტს მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.
კროკუსის ცენტრში სროლა კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაახლოებით საღამოს 8 საათზე დაიწყო. მაყურებელთა უმეტესობა უკვე დარბაზში იყო. მოსკოველი სოფიკო კვირიკაშვილი კონცერტზე მეუღლესთან ერთად მივიდა: "VIP ლოჟაში მეექვსე რიგში ვისხედით. რაღაც მუსიკა უკრავდა, ეკრანებზე მომავალი კონცერტების აფიშები გადიოდა. მეორე ზარი დაირეკა და დარბაზი ნახევრად სავსე იყო“, - განუცხადა მან BBC-ს. იხილეთ სრულად