"ეს იყო შოკი, მაგრამ...." - ქეით მიდლტონი გამოჩნდა და საზოგადოებას მიმართა: რას ამბობს პრინცესა გამოქვეყნებულ ვიდეოში გაუჩინარების მიზეზებზე
რამდენიმეთვიანი გაუჩინარების შემდეგ უიელსის პრინცესა, ქეით მიდლტონი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა. "ინსტაგრამზე" ოფიციალურ გვერდზე მან ვიდეო გამოაქვეყნა და საზოგადოებას მიმართა,
როგორც ქეით მიდლტონი ამბობს, რომ ის მკურნალობის ადრეულ ეტაპზეა მას შემდეგ რაც სიმსივნე აღმოაჩნდა.
"ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღითი დღე ვძლიერდები“, - ამბობს ქეით მიდლტონი. სიმსივნის შესახებ დეტალები გასაჯაროებული არ არის. კენსიგტონის სასახლე აცხადებს, რომ დარწმუნებულები არიან, პრინცესა სრულად გამოჯანმრთელდება."ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ საქმე გვქონდა სიმსივნესთან. ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ ქიმიოთერაპიის კურსი ჩამეტარებინა და ახლა ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპზე ვარ.
დრო დაგვჭირდა, რომ შვილებისთვის ყველაფერი შესაბამისი სახით აგვეხსნა და დაგვერწმუნებინა ისინი, რომ კარგად ვიქნები. უილიამის გვერდით ყოფნა ჩემთვის სიმშვიდის და კომფორტის წყაროა. მადლიერი ვარ თითოეული თქვენგანის სიყვარულის და მხარდაჭერისთვის“, - თქვა პრინცესამ. იხილეთ სრულად