რუსებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები | Allnews.Ge

რუსებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა გასულ რამეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის გამოც უკრაინის საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა, დაშავდა ოთხი ადამიანი. მერის ინფორმაციით, შევჩენკოს რაიონში ავტომობილები დაიწვა და ხანძარი იყო საცხოვრებელი კორპუსის ბინაშიც.

სვიატოშინსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები საბავშვო ბაღსა და საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. დედაქალაქის პოდოლსკის რაიონში რაკეტების ნამსხვრევები ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ჩამოცვივდა.

myquiz