მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა გამოვლინდა - რომელ ადგილზეა საქართველო? | Allnews.Ge

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა გამოვლინდა - რომელ ადგილზეა საქართველო?

როცა საქ­მე ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის სწორ სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებს ეხე­ბა, ფი­ნე­თი პირ­ველ ად­გილ­ზეა. პრო­ფე­სო­რი ჯონ ჰე­ლი­ვე­ლი, ვან­კუ­ვე­რის ეკო­ნო­მი­კის სკო­ლის პრო­ფე­სო­რი, რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვე World Happiness Report-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი რე­დაქ­ტო­რია, ფი­ნეთ­ზე ამ­ბობს: "ფი­ნეთ­ში ძირს რომ და­გი­ვარ­დეთ სა­ფუ­ლე, უკან გიბ­რუ­ნე­ბენ. ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­დღი­უ­რად ეხ­მა­რე­ბი­ან, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და სა­ყო­ვალ­თა­ოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი ჯან­დაც­ვა აქვთ და გა­ნათ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ყვე­ლას­თვის თა­ნა­ბა­რია." ჰე­ლი­ველ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ფი­ნეთს ბედ­ნი­ე­რი ემიგ­რან­ტე­ბი ჰყავთ და უხა­რი­ათ, როცა თა­ვი­ანთ კე­თილ­დღე­ო­ბას სხვებ­საც უზი­ა­რე­ბენ.

ჰა­მას­თან ომის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­საძ­ლოა, ბევ­რის­თვის ის­რა­ე­ლის მე-5 ად­გილ­ზე ყოფ­ნა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყოს, თუმ­ცა ქვე­ყა­ნა 2022 წლი­დან სიის ტოპ ათე­ულ­შია. ან­გა­რი­შის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ის­რა­ე­ლის რე­ი­ტინ­გი ბოლო სამი წლის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს ეფუძ­ნე­ბა.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ლიტ­ვა სი­ა­ში წელს მე-19 ად­გილ­ზე მოხ­ვდა, 30 წლამ­დე რეს­პონ­დენ­ტებს შო­რის გა­მო­კი­თხვის მი­ხედ­ვით, ის 2024 წლის ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ქვე­ყა­ნაა. 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­თათ­ვის ლიტ­ვა 44-ე ად­გილ­ზე გა­ვი­და.

სიის ოცე­უ­ლი კი ასე­თია:

1. ფი­ნე­თი

2 და­ნია

3. ის­ლან­დია

4. შვე­დე­თი

5. ის­რა­ე­ლი

6.ნი­დერ­ლან­დე­ბი

7. ნორ­ვე­გია

8. ლუქ­სემ­ბურ­გი

9. შვე­ი­ცა­რია

10. ავ­სტრა­ლია

11. ახა­ლი ზე­ლან­დია

12. კოს­ტა რიკა

13. ქუ­ვე­ი­თი

14. ავ­სტრია

15. კა­ნა­და

16. ბელ­გია

17. ირ­ლან­დია

18. ჩე­ხე­თი

19. ლიტ­ვა

20. დიდი ბრი­ტა­ნე­თი

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ გა­მო­კი­თხვა­ში ცალ­კე­უ­ლა­დაა მი­თი­თე­ბუ­ლი თუ რამ­დე­ნად ბედ­ნი­ე­რია თი­თო­ე­უ­ლი ქვე­ყა­ნა 30 წელს ქვე­მოთ გა­მო­კი­თხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­რით. ახალ­გაზ­რდებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის მი­ხედ­ვით, სა­ქათ­ვე­ლო 78-ე ად­გილ­ზე გა­ვი­და და ბაჰ­რე­ინ­სა და ჩი­ნეთს შო­რი­საა. 60 წელს ზე­მოთ ქარ­თვე­ლე­ბის გა­მო­კი­თხვით კი დად­გინ­და, რომ ბულ­გა­რეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის ვართ მოქ­ცე­უ­ლი და 91-ე ად­გილს ვი­კა­ვებთ.

myquiz