კადრებში ქეითისა და უილიამის ორეულები არიან? - რას ამბობს ჰეიდი ეიგანი, რომელიც ბრიტანელების პრინცესას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს | Allnews.Ge

კადრებში ქეითისა და უილიამის ორეულები არიან? - რას ამბობს ჰეიდი ეიგანი, რომელიც ბრიტანელების პრინცესას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს

მას შემ­დეგ, რაც ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მა The Sun-მა გა­ავ­რცე­ლა კად­რე­ბი, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ქეით მიდლტონ­სა და პრინც უი­ლი­ამს ვხე­დავთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ახა­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია გაჩ­ნდა.

ადა­მი­ა­ნე­ბი წე­რენ, რომ ვი­დე­ო­ში ქე­ი­თის ნაც­ვლად რე­ა­ლუ­რად ჰე­ი­დი ეი­გა­ნია, ქალი, რო­მე­ლიც უელ­სის პრინ­ცე­სას გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით ჰგავს.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხალ­ხის ფან­ტა­ზია იმ­დე­ნად შორს წა­ვი­და, რომ ჰე­ი­დიმ გა­და­წყვი­ტა კონ­სპი­რა­ცი­ულ თე­ო­რი­ებს წერ­ტი­ლი და­უს­ვას და ვი­დე­ოს შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

qeit4-36082-40536-1710927744.jpg

ჰე­ი­დი უკვე ათწლე­ულ­ზე მე­ტია, რაც შე­მო­სა­ვალს სწო­რედ მიდლტო­ნის პა­რო­დი­ით იღებს. პრინ­ცე­სას იმი­ტა­ტო­რი, რო­მე­ლიც 2012 წლი­დან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მუ­შა­ობს წვე­უ­ლე­ბებ­სა და კონ­ცერ­ტებ­ზე, ამ­ტკი­ცებს, რომ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ნამ­დვი­ლად ქე­ი­თია გა­და­ღე­ბუ­ლი.

ჰე­ი­დის თქმით, ქალი, რო­მელ­საც კად­რებ­ში ვხე­დავთ, ის ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბო­და, რად­გან მე­ო­რე სამ­სა­ხურ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მოს­წავ­ლე­ებს ცეკ­ვა­ში ავარ­ჯი­შებ­და:

418658316-738869545104876-5248368414686923534-n-40588-1710927759.jpg

ჰა­ი­დი პრინც უი­ლი­ა­მის ორე­ულ­თან ერ­თად

"გარ­კვე­უ­ლი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი იყო იმის შე­სა­ხებ, ნამ­დვი­ლად ქე­ი­თი და უი­ლი­ა­მი იყ­ვნენ ამ კად­რებ­ში, თუ არა. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ყვე­ლა ფიქ­რობ­და, რომ ეს მე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ასე არაა. ამ დროს სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი და 100 პრო­ცენ­ტით ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ვი­დე­ო­ში ნამ­დვი­ლად ქეით მიდლტო­ნი და უი­ლი­ა­მი არი­ან". - გა­ნუ­ცხა­და მან ჟურ­ნალ Mirror-ს. იხილეთ სრულად

myquiz