აფრიკაში კაცი ნიანგის თავდასხმისგან ცოლმა გადაარჩინა - "ქალს ხელში უზარმაზარი ხის ნაჭერი ეჭირა, რომელიც ქვეწარმავალს ექვსჯერ მაინც დაარტყა"
სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდა კაცი თევზაობისას ლამის ნიანგმა შეჭამა. იმ დღეს, 37 წლის ენტონი ჟუბერტი თავის 12 წლის ვაჟთან და ცოლთან ერთად ტბაზე სათევზაოდ წავიდა. მამა-შვილი მშვიდად თევზაობდნენ, როდესაც ბიჭმა დახმარებისთვის მამას მიმართა. მისი თქმით, რაღაც ძალიან დიდი დაიჭირა და მარტო ვერ მოერეოდა.
ჟუბერტმა ამ დროს ნახევარი მეტრით შევიდა წყალში, რათა შვილს დახმარებოდა და სწორედ ამ დროს დაესხა ნიანგი თავს.
„უცებ გადმოვარდა წყლიდან პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა და ყბებში ჩემი ფეხები მოიქცია და გადაყლაპვას მიპირებდა.“ -იხსენებს კაცი.
ენტონი ცდილობდა ნიანგს შებრძოლებოდა, მაგრამ მისი თქმით, უმწეოდ გრძნობდა თავს. მას დღემდე უკვირს როგორ გადაურჩა ორივე ფეხი ნიანგის კბილებს - ექიმების თქმით, ეს მართლა სასწაულია. იხილეთ სრულად