"რასაც გეტყვით, ძალიან მოულოდნელი იქნება" - რა თქვა პუტინმა ნავალნიზე და უკრაინაში დაწყებულ ომზე: როგორია რუსეთის მეთაურის გეგმა ახალ საპრეზიდენტო ვადაზე | Allnews.Ge

"რასაც გეტყვით, ძალიან მოულოდნელი იქნება" - რა თქვა პუტინმა ნავალნიზე და უკრაინაში დაწყებულ ომზე: როგორია რუსეთის მეთაურის გეგმა ახალ საპრეზიდენტო ვადაზე

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის 87.34%-ით მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ლი­დე­რობს, დათ­ვლი­ლია ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის 98.02%, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ გა­ნა­ცხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ კან­დი­და­ტებს, ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით : ნი­კო­ლაი ხა­რი­ტო­ნოვ­მა ხმე­ბის 4.30%-ი მი­ი­ღო, ვლა­დის­ლავ და­ვან­კოვ­მა - ხმე­ბის 3.80%-ი, ლე­ო­ნიდ სლუც­კიმ - 3.17%-ი. შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სეთ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, 15-17 მარტს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ახა­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის გეგ­მებ­ზე სა­უბ­რი­სას პუ­ტინ­მა თქვა, რომ რუ­სეთს ყვე­ლა პი­რო­ბა აქვს, რომ ქვე­ყა­ნა გაძ­ლი­ერ­დეს.

"ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შაო ქვეყ­ნის­თვის, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ვაჩ­ვე­ნოთ ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნის სის­წო­რე, რო­მელ­საც მივ­ყვე­ბით, სწო­რი გზა, რო­მელ­საც მივ­ყვე­ბით და შევ­ქმნათ პი­რო­ბე­ბი შემ­დგო­მი წინსვლის­თვის, რათა რუ­სე­თი კი­დევ უფრო ძლი­ე­რი, უფრო ეფექ­ტუ­რი იყოს და ყვე­ლა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა შე­ეძ­ლოს“, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ში მი­ვი­და.

მან მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ე.წ. „სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის“ ამო­ცა­ნე­ბის გა­დაჭ­რა, თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა.პუ­ტი­ნის თქმით არ გა­მო­რი­ცხავს, რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ნი­ტა­რუ­ლი ზონა შექ­მნას.

"არ ვარ მზად ახლა ვი­სა­უბ­რო იმა­ზე, თუ რა, რო­გორ და რო­დის უნდა შე­მო­ვი­ერ­თოთ, მაგ­რამ არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ დღე­ვან­დე­ლი ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­ღაც მო­მენ­ტში იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყოთ - როცა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩავ­თვლით - შევ­ქმნათ გარ­კვე­უ­ლი სა­ნი­ტა­რუ­ლი ზონა დღე­ვან­დელ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რო­მე­ლიც კი­ე­ვის რე­ჟიმს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­ნის შექ­მნა, რომ­ლის გა­და­ლახ­ვაც საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა იმ ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მელ­საც მტე­რი იყე­ნებს, პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნდა, უცხო­უ­რი წარ­მო­ე­ბის“, - გან­მარ­ტა პუ­ტინ­მა.

მისი თქმით, რუ­სე­თი ყო­ველ­თვის ემ­ხრო­ბა უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხზე სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ მტერ­მა გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის­თვის პა­უ­ზა აი­ღოს.

”ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი და კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ - ჩვენ ვართ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მომ­ხრე, მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ მტერს ვაზ­ნე­ბი ეწუ­რე­ბა, არა­მედ, თუ მარ­თლა სე­რი­ო­ზუ­ლად უნ­დათ, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის მშვი­დო­ბი­ა­ნი, კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის­თვის და არა 1,5-2 წლით გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის­თვის პა­უ­ზის მიზ­ნით. ეს არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, თა­ნახ­მა იყო ალექ­სეი ნა­ვალ­ნი და­სავ­ლე­თის ცი­ხე­ებ­ში მყოფ პი­რებ­ში გა­ეც­ვა­ლა.

„გე­ტყვით, ეს ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბა: ბა­ტო­ნი ნა­ვალ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ზო­გი­ერ­თმა კო­ლე­გამ, და არა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წევ­რებ­მა, მი­თხრა, რომ იყო იდეა, ბა­ტო­ნი ნა­ვალ­ნი გაც­ვლი­ლი­ყო ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­ზე, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის ად­გი­ლებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. შე­გიძ­ლი­ათ და­მი­ჯე­როთ, შე­გიძ­ლი­ათ არა, იმ ადა­მი­ანს, ვინც მე­სა­უბ­რე­ბო­და, წი­ნა­და­დე­ბა ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ ჰქონ­და, ვუ­თხა­რი: „თა­ნახ­მა ვარ! მაგ­რამ მოხ­და ის, რაც მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

მისი თქმით, მზად იყო წა­მო­ე­ყე­ნე­ბია მხო­ლოდ ერთი პი­რო­ბა: „ჩვენ გავცვლით მას და არ უნდა დაბ­რუნ­დეს. მაგ­რამ ეს [სიკ­ვდი­ლი] ხდე­ბა, ვე­რა­ფერს გახ­დე­ბი, ასე­თია ცხოვ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა.

myquiz