აშშ-ში TikTok-ის შემოსავალმა 16 მლრდ დოლარს მიაღწია - ქვეყანაში სოცქსელს შესაძლოა, „ბანი“ დაედოს | Allnews.Ge

აშშ-ში TikTok-ის შემოსავალმა 16 მლრდ დოლარს მიაღწია - ქვეყანაში სოცქსელს შესაძლოა, „ბანი“ დაედოს

ByteDance-ის მფლობელობაში მყოფმა კომპანია TikTok-მა, გასულ წელს, აშშ-ის მასშტაბით მოახერხა, რომ 16 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიეღო. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

2023 წლის Bytedance-ის შემოსავალი სულ 40%-ით გაიზარდა და ჯამურად მან 120 მილიარდ დოლარს მიაღწია. ზრდის მთავარი წილი TikTok-ზე მოდის, რომელსაც აშშ-ის 170 მილიონზე მეტი მოქალაქე იყენებს. სწორედ ამან განაპირობა ამერიკაში გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი.

Financial Times-ის ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ ByteDance, რომელმაც მობილური აპლიკაციის გამოშვება კიდევ უფრო გაახშირა, მალე Meta-ს გადაასწრებს გაყიდვების კუთხით და თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი სოციალური ქსელების ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანია გახდება. იხილეთ სრულად

myquiz