კომუნისტური ეპოქის არქიტექტურული კოშმარი - სად მდებარეობს ყველაზე გრძელი საცხოვრებელი კორპუსი?
ფალოვიეცი ზოგისთვის კომუნისტური ეპოქის არქიტექტურული კოშმარია, ზოგისთვის კი - საკულტო ობიექტი, რომელიც არა მხოლოდ ქალაქ გდანსკის და პოლონეთის საზოგადოების ყურადღებას იპყრობს, ტურისტებსაც არ სურთ პოლონეთის დატოვება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საცხოვრებელი სახლის უნახავად. 860 მეტრის სიგრძის მაღალსართულიანმა შენობამ, რომელშიც 6 ათასი მოსახლე ბინადრობს, გამოჩენის პირველივე დღიდან მიიპყრო ყურადღება, ზოგში შურს იწვევდა, ზოგში - ზიზღს, საბოლოოდ კი მთლიანად საკულტო ობიექტად და ქალაქის თითქმის მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა, იმ ქალაქისა, რომელსაც თავის დროზე ბრიტანეთის პრინცესა ანა ეწვია.
გ დანსკი მრავალი ისტორიული ძეგლით, დიდებული ეკლესიებითა და ხალხმრავალი პლაჟებით მდიდარი ქალაქია, რომელიც ტურისტებს არანაკლები არქიტექტურული შემოქმედებითაც იზიდავს. გარდა ამისა, პოლონეთის ერთ-ერთ საკურორტო ქალაქშო იმალება მარგალიტი, რომელსაც ბევრი პოლონელი პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის უნიკალურ ძეგლად მიიჩნევს, ზოგი კი კომუნისტური გადმონაშთის სიმბოლოდ და არქიტექტურულ კოშმარად.
სულ ახლახან ერთ-ერთმა ყველაზე გრანდიოზულმა საცხოვრებელმა ქმნილებამ 50 წლის იუბილე აღნიშნა. წლების განმავლობაში, მის მიმართ დამოკიდებულება არაერთხელ შეიცვალა, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, მას ვერასდროს ივიწყებენ, რასაც ვერ ვიტყვით კიდევ ერთ პოლონელ რეკორდსმენზე - ვარშავაში მდებარე ერთნახევარკილომეტრიან საცხოვრებელ კომპლექსზე. იხილეთ სრულად