მექსიკის საზღვართან ქართველები გაიტაცეს - რას ამბობს საქართველოს საგარეო უწყება? | Allnews.Ge

მექსიკის საზღვართან ქართველები გაიტაცეს - რას ამბობს საქართველოს საგარეო უწყება?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მექ­სი­კის სა­ზღვარ­თან 30-მდე ქარ­თვე­ლის გა­ტა­ცე­ბის გამო სა­ელ­ჩო მექ­სი­კის სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურ­თან კავ­შირ­ზეა.

ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, უწყე­ბა მო­ქა­ლა­ქე­თა შე­საძ­ლო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ­კვევს.

"სა­ელ­ჩო კავ­შირ­ზეა მექ­სი­კის სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურ­თან და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის მიზ­ნით და არ­კვევს მო­ქა­ლა­ქე­თა შე­საძ­ლო ად­გილ­სამ­ყო­ფელს. სა­ელ­ჩო კავ­შირ­ზე რჩე­ბა მო­ქა­ლა­ქე­თა ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მათ­თან, ვინც მი­მარ­თა სა­ელ­ჩოს ოჯა­ხის წევ­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით“, - აცხა­დე­ბენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მექ­სი­კის სა­ზღვარ­თან გა­ტა­ცე­ბა მოხ­და. "მთა­ვა­რი არ­ხის" ცნო­ბით, უკვე სამი დღეა სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად, 30-მდე ქარ­თვე­ლი მექ­სი­კურ ნარ­კო­კარ­ტელს ჰყავს და­კა­ვე­ბუ­ლი. გა­ტა­ცე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან ქა­ლე­ბიც.

myquiz