ოპერაციის შემდეგ ქეით მიდლტონმა პირველი ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა ამის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია: პრინცესას სკანდალი გრძელდება | Allnews.Ge

ოპერაციის შემდეგ ქეით მიდლტონმა პირველი ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა ამის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია: პრინცესას სკანდალი გრძელდება

ქეით მიდლტონ­მა 10 მარტს 2023 წლის დე­კემ­ბრის შემ­დეგ პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო - მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­შვი­დე­ბა იყო, რო­მე­ლიც უელ­სის პრინ­ცე­სას ჯან­მრთე­ლო­ბის გამო ღე­ლავ­და, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს სა­პი­რის­პი­რო შე­დე­გი მოჰ­ყვა.

პრინ­ცე­სამ გუ­შინ შვი­ლებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ეს მუც­ლის ღრუს ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სუ­რა­თია.

საქ­მე ისაა, რომ "ინ­სტაგ­რამ­ზე" ქე­ი­თი­სა და უი­ლი­ა­მის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფოტო შე­სამ­ჩნე­ვა­დაა რე­დაქ­ტი­რე­ბუ­ლი, რაც სა­მე­ფო წყვი­ლის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის კი­დევ უფრო შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზად იქცა.

qeitmidltoni-59181-1710220965.webp

ფო­ტოს უხეშ რე­დაქ­ტი­რე­ბას ქეით მიდლტო­ნი თა­ვა­დაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. უელ­სის პრინ­ცე­სამ ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და ინ­ცი­დენ­ტი იმას და­აბ­რა­ლა, რომ "ფო­ტოს რე­დაქ­ტი­რე­ბა­ში ექ­სპე­რი­მენტს ატა­რებ­და":

"რო­გორც ბევ­რი გა­მო­უც­დე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი, მეც ხში­რად ვა­ტა­რებ ფო­ტოს რე­დაქ­ტი­რე­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტებს. მინ­და ბო­დი­ში მო­ვი­ხა­დო იმ დაბ­ნე­უ­ლო­ბის­თვის, რაც ჩვენ­მა ოჯა­ხურ­მა ფო­ტომ გა­მო­იწ­ვია",- წერს ქე­ი­თი პლატ­ფორ­მა X-ის ოფი­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ზე.

მე­დია ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს ფო­ტო­ზე პრინ­ცე­სა შარ­ლო­ტას მარ­ცხე­ნა ხელ­ზე, რო­მე­ლიც შე­უ­სა­ბა­მო პო­ზი­ცი­ა­შია, ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს პრინც ლუ­ი­სა და ჯორ­ჯის ხე­ლე­ბიც, ხოლო ქე­ი­თი­სა და შარ­ლო­ტას თმა­ზე ჩრდი­ლე­ბი არც ისე ბუ­ნებ­რი­ვად ჩანს.

myquiz