რომის პაპის განცხადების გამო, უკრაინის საგარეომ ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარა | Allnews.Ge

რომის პაპის განცხადების გამო, უკრაინის საგარეომ ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარა

რომის პაპის განცხადების გამო, უკრაინის საგარეომ ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზიტის დროს ელჩს შეატყობინეს, რომ უკრაინაში იმედგაცრუებულები არიან პაპის სიტყვებით, განსაკუთრებით კი „თეთრი დროშის“ აღმართვასთან დაკავშირებით.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიევი რომის პაპისგან ელოდება ისეთ განცხადებებს, რომლებიც მსოფლიო საზოგადოებებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რათა ბოროტებაზე სიკეთით გამარჯვება შეძლონ. უწყების ცნობით, უკრაინაში ვატიკანის ელჩს კიდევ ერთხელ შეახსენეს „მშვიდობის ფორმულა“ და უკრაინის სურვილი, მიაღწიოს მშვიდობას, რომელიც სამართლიანი და გაერო-ს წესდების პრინციპებზე დაფუძნებული უნდა იყოს.

myquiz