სრულიად შიშველი მამაკაცი სცენაზე, წითელ ხალიჩაზე წაქცეული ვარსკვლავი და ძაღლი, რომელიც ცერემონიის მთავარი გმირი გახდა - სახალისო მომენტები ოსკარის დაჯილდოებიდან
ოსკარის ცერემონიას თითქმის ყოველთვის თან ახლავს სახალისო და სკანდალური მომენტები და არც რიგით 96-ე დაჯილდოების ცერემონია ყოფილა გამონაკლისი. მოდით, ერთად ვიმოგზაუროთ ვირტუალურად ლოს ანჯელესში და ოსკარის სხვადასხვა მნიშვნელოვან და სახალისო მომენტებს, ასევე წითელ ხალიჩას გადავავლოთ თვალი.
ერთ-ერთი მომენტი, რომელიც მედიაში ვირუსულად ვრცელდება, სცენაზე ჯონ ცენას გამოჩენაა - ცნობილი მოჭიდავე და მსახიობი სრულიად შიშველი გამოვიდა და როგორც უცხოური გამოცემები წერენ, კონვერტი "სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას ჰქონდა აფარებული.
"მამაკაცის სხეული არ უნდა იყოს სასაცილო“ - თქვა ცენამ, რაზეც მას ცერემონიის წამყვანმა, ჯიმი ქიმელმა ასე უპასუხა - "ჩემი არის“.
"ასეთი მინიმალური სტილი ოსკარის სცენაზე არასდროს გვინახავს“, - წერენ კომენტარებში.
ყურადღება ასევე მიიქცია მსახიობმა ლიზა კოშიმ, რომელიც წითელ ხალიჩაზე წაიქცა - მოდა ხანდახან ძალიან მტკივნეულია, არა?
დაჯილდოების ერთ-ერთი გამორჩეული სტუმარი იყო შავ-თეთრი ძაღლი სახელად მესი, რომელიც საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ნომინირებულ ფილმში, Anatomy-ში თამაშობს. მესი, რომელსაც კისერზე შავი ბაფთა ეკეთა, ცერემონიაზე წითელ სავარძელში მშვიდად იყო მოკალათებული. იხილეთ სრულად