გარდაიცვალა ცნობილი მხატვარი ღორი pigcasso, რომლის ნახატები ჯორჯ კლუნისა და რაფაელ ნადალის კოლექციებშია- მან მილიონზე მეტი დოლარის გამომუშავება შეძლო | Allnews.Ge

გარდაიცვალა ცნობილი მხატვარი ღორი pigcasso, რომლის ნახატები ჯორჯ კლუნისა და რაფაელ ნადალის კოლექციებშია- მან მილიონზე მეტი დოლარის გამომუშავება შეძლო

pigcasso- ცნობილი მხატვარი ღორი, რომელმაც სიცოცხლეში თავისი ნახატებით მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, მიმდინარე წლის 6 მარტს გარდაიცვალა. მას "მსოფლიო ისტორიაში ყველაზე წარმატებული არაადამიანი მხატვარი“ უწოდეს. “პიგკასო“ 8 წლის იყო.

მისმა მფლობელმა, ჯოან ლეფსონმა სიკვდილის მიზეზად ქრონიკული რევმატოიდული ართრიტი დაასახელა. როგორც ცნობილი ხდება, ხერხემლის ქვედა ნაწილის ტკივილის გამო, ღორი ორივე უკანა ფეხით კოჭლობდა.

”ძალიან სამწუხაროა, რომ ცხოველთა კეთილდღეობის ასეთი შთამაგონებელი ფიგურა დასრულდა. თუმცა, მე ვიხსენებ მასთან ერთად გატარებულ ბედნიერ დღეებს და მის მიერ შექმნილ შედევრებს“- განაცხადა 52 წლის ლეფსონმა Caters News-თან.

“პიგკასოს“ თითოეული ნახატი საშუალოდ 25 ათასი დოლარის ფარგლებში იყიდებოდა. მისმა ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა მთელი მსოფლის მასშტაბით. “პიგკასოს“ ნახატები ჯორჯ კლუნისა და რაფაელ ნადალის კოლექციებშია; ცხოველი ასევე "თანამშრომლობდა" Swatch-ისა და Nissan-ის ბრენდებთან.

“პიგკასოს“ ნამუშევრებმა შექმნა საკვების რეზერვი სამხრეთ აფრიკაში: მისი ნამუშევრების გაყიდვიდან მიღებული ფული ცხოველთა დახმარებას ხმარდებოდა. მათ შორის, ვეტერინარული მომსახურებას, საკვებს, თანამშრომლებს ხელფასებს და ა.შ.

ცხოველთა დაცვის აქტივისტმა ფრანშჰუკიდან, ლეფსონმა “პიგკასო“ სასაკლაოდან 2016 წლის მაისში იხსნა და მას შემდეგ უვლიდა. მაშინ გოჭი ოთხი კვირის იყო. როგორც მოგვიანებით აღმოაჩინა, ცხოველს განსაკუთრებული ხატვის ნიჭიც ჰქონდა.

“პიგკასომ“, რომელსაც სახელი კუბიზმის ცნობილი პიონერის, პაბლო პიკასოს საპატიოდ დაარქვეს, საერთაშორისო პოპულარობა 2016 წლის ბოლოს მოიპოვა. ის ფუნჯს პირით იჭერდა და ტილოებზე ფერების ნამდვილ ზეიმს აწყობდა...

myquiz