ნიუ-იორკსა და მის შემოგარენში წყლის დონე იმატებს - რა საფრთხე ემუქრება ქალაქს? | Allnews.Ge

ნიუ-იორკსა და მის შემოგარენში წყლის დონე იმატებს - რა საფრთხე ემუქრება ქალაქს?

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­ნო­ზე­ბის მი­ხედ­ვით, კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გამო, ნიუ-იორკსა და მის შე­მო­გა­რენ­ში 2030 წლის­თვის ზღვის დონე 15-22 სან­ტი­მეტ­რით აი­წევს, ზოგ ად­გი­ლას კი 33 სან­ტი­მეტრს მი­აღ­წევს.

ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც გა­რე­მოს დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ასე­ვე გა­მოთ­ქმუ­ლია ვა­რა­უ­დი, რომ 2050 წლის­თვის მდი­ნა­რე ჰადსო­ნის ქვე­და ნა­წილ­ში წყლის დონე, შე­საძ­ლოა, 60 სან­ტი­მეტ­რით გა­ი­ზარ­დოს, ხოლო 2080 წლის­თვის 1 მეტრსაც გა­და­ა­ჭარ­ბოს.

"ნიუ-იორკში ზღვის დო­ნის აწე­ვა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თვალ­ში­სა­ცე­მი და პირ­და­პი­რი ეფექ­ტია. მეც­ნი­ე­რუ­ლი პროგ­ნო­ზე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა კა­ნო­ნით მოგ­ვე­თხო­ვე­ბა, რაც რის­კის ქვეშ მყოფ და­სახ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სწრა­ფად მი­ღე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა", - ნათ­ქვა­მია გა­რე­მოს დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მთავ­რო­ბის თქმით, ზღვის დო­ნის აწე­ვის ტემ­პი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სათ­ბუ­რე­ბის გა­ზის გლო­ბა­ლუ­რი ემი­სი­ე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ემი­სი­ე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ოკე­ა­ნის სწრაფ დათ­ბო­ბას გა­მო­იწ­ვევს, რაც თა­ვის მხრივ წყლის დო­ნის მა­ტე­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა.

ambebi.ge

myquiz