"გვცემეს და გაგვძარცვეს. მათი მთავარი მიზანი ჩემი გაუპატიურება იყო" - ინდოეთში ბრაზილიელ ცოლ-ქმარს 7 მამაკაცი დაესხა თავს: რა ხდება ცნობილი უმძიმეს დანაშაულზე?
ჯგუფური გაუპატიურების ამბავმა, რომელიც აღმოსავლეთ ინდოეთის შტატ ჯარხანდში მოხდა, მთელი ქვეყანა შეძრა. 28 წლის ბრაზილიელი ქალი და მისი მეუღლე ინდოეთში მოტოციკლეტით ტურისტულად მოგზაურობდნენ, როცა ღამით 7 მამაკაცი დაესხათ თავს. დამნაშავეებმა ტურისტი ქალი ჯგუფურად გააუპატიურეს, მისი მეუღლე კი უმოწყალოდ სცემეს.
სამართალდამცავები სავარაუდო დამნაშავეთა ვინაობას არ ამჟღავნებენ, თუმცა პოლიციის თქმით, მათ 4 მამაკაცი უკვე დააპატიმრეს და დანარჩენ სამს ისევ ეძებენ.
ძალადობის მსხვერპლმა ქალმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ "ინსტაგრამზე" ვიდეო ატვირთა, რომელშიც ამბობს, რომ ის შვიდმა მამაკაცმა გააუპატიურა:
"მათ გვცემეს და გაგვძარცვეს. ბევრი არაფერი მოუპარავთ, რადგან მათი მთავარი მიზანი ჩემი გაუპატიურება იყო". მან ისიც დასძინა, რომ თავდამსხმელები ცოლ-ქმარს მოკვლითაც ემუქრებოდნენ.
წყვილის ატვირთულ მეორე ვიდეოში ძალადობის მსხვერპლი ქალის მეუღლეც საუბრობს:
"ჩაფხუტი და ქვაც კი მირტყეს თავში. პირი განადგურებული მაქვს, მაგრამ ჩემი ცოლი უარეს დღეშია".
წყვილმა ორივე ვიდეო მალევე წაშალა. იხილეთ სრულად