ისრაელის თავდასხმების შედეგად 30 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა- ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო
ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების შედეგად 7 ოქტომბრის შემდეგ 30 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.
„ჰამასის“ მიერ გავრცელებულ მაჩვენებლებში, არ არის დაკონკრეტებული, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე და რამდენი მებრძოლია დაღუპული. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად „ჰამასის“ დაახლოებით 12 000 წევრი დაიღუპა.