რუსი პილოტი, რომელმაც ვერტმფრენი გაიტაცა და უკრაინას ჩაბარდა, ესპანეთში მოკლული იპოვეს | Allnews.Ge

რუსი პილოტი, რომელმაც ვერტმფრენი გაიტაცა და უკრაინას ჩაბარდა, ესპანეთში მოკლული იპოვეს

რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი რომელიც 2023 წელს უკრაინულ მხარეს MI-8 ტიპის ვერტმფრენით ჩაბარდა, ესპანეთში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს.

ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ დაადასტურა. ანდრეი იუსოვს დეტალებზე არ უსაუბრია.

გავრცელებული ინფორმაციით კი, მკვლელობის ადგილიდან მოშორებით იპოვეს დამწვარი მანქანა, რომლითაც სავარაუდოდ მკვლელები მიიმალნენ.

ცნობისთვის, მფრინავმა მაქსიმ კუზმინოვმა 2023 წლის აგვისტოში რუსული MI-8 გაიტაცა და უკრაინაში აეროდრომზე დასვა. კუზმინოვი უკრაინის დაზვერვის ვიდეოში ამბობდა, რომ თვითონ დაუკავშირდა უკრაინულ მხარეს, რადგან ომში მონაწილეობა არ სურდა.

myquiz