"ვფიქრობდი, ეს იგივე ადამიანია? ის ისეთი ტკბილია და შემდეგ... თითქმის კლავს ხალხს" - ვინ არის ილია თოფურიას ულამაზესი პარტნიორი
ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონია. მან 18 თებერვალს ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარაცხა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. ილიას მიმართ ახლა ინტერესი კიდევ უფრო დიდია.
მედია აქტიურად წერს მისი ოჯახის, პარტნიორისა და შვილის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მისმა პარტნიორმა, რომელიც კამერების წინ ილიასთან ერთად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ილიამ ჩემპიონობა გაიფორმა.
ილიას მეგობარი ქალი ულამაზესი ესპანელი ბინზესმენი, ჯორჯინა ბადელია. ქართველ სპორტსმენს წინა ურთიერთობიდან ვაჟი ჰყავს. ილია თავის შვილთან და ჯორჯინასთან ერთად ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში ცხოვრობს.
მედიის ინფორმაციით, ჯორჯინა არის განახლებადი ენერგიის კომპანიის, Future & Energy აღმასრულებელი დირექტორი. მას განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული. იხილეთ სრულად