პუტინის სისხლიან დიქტატურას ორჯერ გადარჩენილი ნავალნი საბოლოოდ ისევ მის მსხვერპლად იქცა | Allnews.Ge

პუტინის სისხლიან დიქტატურას ორჯერ გადარჩენილი ნავალნი საბოლოოდ ისევ მის მსხვერპლად იქცა

უსი დიქ­ტა­ტო­რის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა რუ­სეთ­ში ხში­რად აქ­ტი­ვის­ტე­ბის სიკ­ვდი­ლით მთავ­რდე­ბა. გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის სია წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა.

მოს­კოვ­ში მოკ­ლეს ბო­რის ნემ­ცო­ვი, ანა პო­ლიტ­კოვ­სკა­ია, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მო­წამ­ლეს და შე­დე­გად, მოკ­ლეს ალექ­სან­დრე ლიტ­ვი­ნენ­კო. სა­წამ­ლა­ვით სიკ­ვდილს შემ­თხვე­ვით გა­და­ურჩნენ მამა-შვი­ლი სერ­გეი და იუ­ლია სკრი­პა­ლე­ბი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში.

alexei-navalny-who-was-he-wide-2623d1b2328a780aaae78249a04f3011cbcd177f-s1100-c50-78767-1708151625.jpg

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ალექ­სეი ნა­ვალ­ნი სიკ­ვდილს ორ­ჯერ გა­და­ურ­ჩა...

სამ­წუ­ხა­როდ, 16 თე­ბერ­ვალს, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გავ­რცელ­და სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია - რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ნა­ვალ­ნი ია­მა­ლის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე კო­ლო­ნი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. უწყე­ბის თა­ნახ­მად, ნა­ვალ­ნი გა­სე­ირ­ნე­ბის შემ­დეგ გახ­და ცუ­დად და მყი­სი­ე­რად გო­ნე­ბა და­კარ­გა. ად­გილ­ზე მი­სულ­მა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მებ­მა პა­ტიმ­რის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ჯერ უც­ნო­ბია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ის ამ სიკ­ვდი­ლამ­დე სწო­რედ კრემ­ლის ავ­ტო­რი­ტა­რულ­მა პო­ლი­ტი­კამ მო­იყ­ვა­ნა.

ნა­ვალ­ნი სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით აღ­მოჩ­ნდა ცი­ხე­ში, თა­ნაც ერთ-ერთ ურ­თუ­ლეს კო­ლო­ნი­ა­ში იყო გან­წე­სე­ბუ­ლი.

რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი სას­ჯელს გა­მო­სას­წო­რე­ბელ კო­ლო­ნია #2-ში იხ­დი­და, რო­მელ­საც "პო­ლა­რულ მგელს“ და "ტრო­ი­კა­საც“ უწო­დე­ბენ. კო­ლო­ნია პო­ლა­რუ­ლი წრის იქით მდე­ბა­რე­ობს, ია­მა­ლო-ნე­ნეც­კის ავ­ტო­ნო­მი­ურ ოლ­ქში, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტ ხარპში. ის 1961 წელს გა­იხ­სნა. კო­ლო­ნია "წი­თელ ზო­ნა­დაა“ ცნო­ბი­ლი, სა­დაც კრი­მი­ნა­ლის გავ­ლე­ნა შე­ზღუ­დუ­ლია. აქ მთე­ლი მე­თო­დო­ლო­გია აქვთ, რომ პა­ტი­მარს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის სურ­ვი­ლიც კი და­უ­კარ­გონ. ზამ­თარ­ში იქ მი­ნუს 40 გრა­დუ­სია და ათ წუთ­ში შე­იძ­ლე­ბა იმ ქვეყ­ნად წე­რი­ლი წა­ი­ღო. ზა­ფხულ­ში კი კო­ღო­ე­ბის არ­მი­ე­ბის შე­მო­სე­ვაა. ნა­ვალ­ნი ამ ზო­ნა­ში ვო­ლოგ­დის კო­ლო­ნი­ი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს.

ალექ­სეი ნა­ვალ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­ოგ­რა­ფია წლე­ბის წინ და­ი­წყო და სა­ხე­ლი ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ფონ­დის და­არ­სე­ბით გა­ით­ქვა.

მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის შეც­ვლა გახ­ლდათ. იხილეთ სრულად

myquiz