პუტინი აცხადებს, რომ რუსი მეცნიერები ახლოს არიან კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნასთან | Allnews.Ge

პუტინი აცხადებს, რომ რუსი მეცნიერები ახლოს არიან კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნასთან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს, 14 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი მეცნიერები ახლოს არიან კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნასთან.ვაქცინა მალე ხელმისაწვდომი იქნება პაციენტებისთვის.პუტინმა სატელევიზიო კომენტარებში განაცხადა: „ჩვენ ძალიან ახლოს მივედით ეგრეთ წოდებული კიბოს ვაქცინებისა და ახალი თაობის იმუნომოდულატორული პრეპარატების შექმნასთან".

"იმედი მაქვს, რომ ამ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინებს მალე ეფექტურად გამოიყენებენ ინდივიდუალურ თერაპიაში”, - დასძინა მან მოსკოვის ფორუმზე სამომავლო ტექნოლოგიებზე გამოსვლისას.

პუტინს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი ექნება შემოთავაზებულ ვაქცინებს.

არაერთი ქვეყანა და კომპანია მუშაობს კიბოს ვაქცინაზე. გასულ წელს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას გერმანულ კომპანია BioNTech-თან კლინიკური კვლევების დასაწყებად, რომლებიც უზრუნველყოფენ "სიმსივნის პერსონალიზებულ მკურნალობას", კვლევა 2030 წლამდე 10000 პაციენტს მოიცავს. იხილეთ სრულად

myquiz