საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანაა, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა - რა ხდებოდა ათენში პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ? | Allnews.Ge

საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანაა, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა - რა ხდებოდა ათენში პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ?

გუ­შინ, სა­ბერ­ძნე­თის პარ­ლა­მენ­ტმა უმ­რავ­ლე­სო­ბით და­უ­ჭი­რა მხა­რი ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას და ერ­თსქე­სი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის მიერ ბავ­შვე­ბის შვი­ლად აყ­ვა­ნის კა­ნონს. სა­ბერ­ძნე­თი გახ­და 37-ე მსოფ­ლი­ო­ში და პირ­ვე­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც და­ა­კა­ნო­ნა ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა.

სა­ბერ­ძნე­თის პარ­ლა­მენ­ტის 245 დამ­სწრე დე­პუ­ტა­ტი­დან 176-მა ხმა მის­ცა ახალ კა­ნონს.

კა­ნო­ნის მი­ღე­ბას ხელი შე­უ­წყო პი­რა­დად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა კი­რი­ა­კოს მი­ცო­ტა­კის­მა, კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ლი­დერ­მა. ამავდრო­უ­ლად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პარ­ტი­ის ათო­ბით დე­პუ­ტა­ტი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბას, მაგ­რამ კა­ნონპ­რო­ექტს მხა­რი ოპო­ზი­ცი­ის დე­პუ­ტა­ტებ­მა და­უ­ჭი­რეს, მათ შო­რის მე­მარ­ცხე­ნე სი­რი­ზას პარ­ტი­ი­დან, რომ­ლის ლი­დე­რი სტე­ფა­ნოს კა­სე­ლა­კი­სი გეია.

„ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი ეტა­პი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ასა­ხავს დღე­ვან­დელ სა­ბერ­ძნეთს - პროგ­რე­სულ, დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც სჯე­რა ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის“, - და­წე­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მი­ცო­ტა­კის­მა სო­ცი­ა­ლურ მე­დია X-ზე.

დე­ბა­ტე­ბის დროს პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას, მი­ცო­ტა­კის­მა თქვა, რომ ახა­ლი კა­ნო­ნი "მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ბევ­რი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბას.“

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი

სა­ბერ­ძნე­თის (ბერ­ძნუ­ლი) მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბას.

ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარ­მა, ათე­ნი­სა და სრუ­ლი­ად სა­ბერ­ძნე­თის არ­ქი­ე­პის­კო­პოს­მა იე­რო­ნი­მე II-მ გა­ნა­ცხა­და, რომ ახა­ლი კა­ნო­ნი არის მცდე­ლო­ბა, შექ­მნას ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც ან­გრევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სტრუქ­ტუ­რას.

კვი­რას ათენ­ში ახა­ლი კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცია გა­ი­მარ­თა. და­ახ­ლო­ე­ბით ოთხი ათა­სი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და ხა­ტე­ბი­თა და ჯვარ­ცმით ხელ­ში.

სა­ბერ­ძნე­თი, სო­ცი­ო­ლო­გე­ბის აზ­რით, ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე რე­ლი­გი­უ­რი ქვე­ყა­ნაა. ამე­რი­კუ­ლი Pew Research Center-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბერ­ძე­ნი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის 90%-მდე თავს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ა­ნად თვლის, მათი 58% აცხა­დებს, რომ რე­ლი­გია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს მათ ცხოვ­რე­ბა­ში. მარ­თა­ლია, ეკ­ლე­სი­ა­ში მხო­ლოდ 16% და­დის, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია მთელ ევ­რო­პა­ში.

ერ­თსქე­სი­ა­ნი წყვი­ლე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო კავ­ში­რი - მაგ­რამ არა ქორ­წი­ნე­ბა - სა­ბერ­ძნეთ­ში ჯერ კი­დევ 2015 წელს და­კა­ნონ­და, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას პარ­ტია სი­რი­ზა მარ­თავ­და. მისი ლი­დე­რი სტე­ფა­ნოს კა­სე­ლა­კი­სი გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ქორ­წინ­და თა­ვის პარტნი­ორ­ზე აშშ-ში, რის შემ­დე­გაც მას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ჰო­მო­ფობ­მა კონ­სერ­ვა­ტი­ულ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა.

სი­რი­ზას მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი არ აძ­ლევ­და უფ­ლე­ბას ერ­თსქე­სი­ან წყვი­ლებს შვი­ლი აეყ­ვა­ნათ.

myquiz