ფუფუნებიდან - ციხემდე: მილიარდერები, რომლებიც გაკოტრდნენ | Allnews.Ge

ფუფუნებიდან - ციხემდე: მილიარდერები, რომლებიც გაკოტრდნენ

მილიარდერთა კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური კლუბია, რის წევრობაზეც თითქმის ყველა ოცნებობს.

თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც წარმატებას წარუმატებლობაც მოსდევს თან და მილიარდერები კოტრდებიან. სტატიაში მათ შესახებ მოგითხრობთ:

ალენ სტენფორდი

1-1707490992-1707719284.jpg

ალენ სტენფორდი 2,2 მილიარდს ფლობდა და ტკბებოდა თავისი კერძო თვითმფრინავებით, იახტებით და ცხოვრებით. ის ამერიკელი ფინანსისტი და პროფესიული სპორტის სპონსორი იყო.

2009 წელს გაირკვა, რომ სტენფორდმა თავისი მოგება უკანონოდ, Ponzi სქემით მოიპოვა. ის ახლა უსახსროა და გისოსებს მიღმაა მას შემდეგ, რაც 2012 წელს 100-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ობრი მაკკლენდონი

2-1707491020-1707719313.jpg

Chesapeake Energy-ის თანადამფუძნებელი, პიონერი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაში ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ინდუსტრიაში, ობრი მაკკლენდონის ქონება 2011 წელს 1,2 მილიარდი დოლარი იყო.

მაგრამ ხუთი წლის შემდეგ მაკკლენდონს Forbes-მა "ამერიკის ყველაზე უგუნური მილიარდერი" უწოდა. მას 2016 წლის მარტში ბრალი წაუყენეს ნავთობისა და გაზის იჯარის ტენდერების გაყალბებაში და ქონება დაკარგა. მალევე გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში. იხილეთ სრულად

myquiz