ზღვისპირა ქალაქებს წყალდიდობასთან გამკლავება გაუჭირდებათ - რა შედეგამდე მიიყვანს მსოფლიოს ყინულის სწრაფად დნობა
2000 ფუტის სიგრძის ყინულის ბირთვიდან მიღებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დასავლეთ ანტარქტიდის ყინული დრამატულად მცირდება. ახალი კვლევა წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს ყინულის დნობა და ზღვის დონის ამაღლება.
საკვლევი პასუხების მისაღებად მეცნიერებმა ყინულის ბირთვი გამოიყენეს, რომელიც ანტარქტიდიდან წამოიღეს. დიდ ბრიტანეთში, გაზომეს ბირთვის წყლის იზოტოპები, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას წარსულში არსებული ტემპერატურის შესახებ.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში ყინულის ნაწილი გათხელდა 450 მეტრით (1476 ფუტი).
"ახლა აშკარაა, რომ ყინულის დნობა საუკუნეების წინ დაიწყო. თუ ამ სისწრაფით გაგრძელდება, მალე საშიშროების წინაშე აღმოვჩნდებით" - თქვა ერიკ ვოლფმა, გაერთიანებული სამეფოს კემბრიჯის უნივერსიტეტის გლაციოლოგმა და კვლევის ავტორი.
ამას შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის დნობა წყლის ამაღლებას გამოიწვევს - ზღვისპირა ქალაქებს კი წყალდიდობასთან გამკლავება გაუჭირდებათ.