Tesla-ში დასაქმებულების ანაზღაურება ცნობილია - რამდენს იღებენ ილონ მასკის ქარხნის მუშები
Tesla-მ გასულ თვეში ქარხნის მუშებისთვის ანაზღაურება გაზარდა. Business Insider-ის ინფორმაციით, კომპანიაში დასაქმებული მუშები საათში 22-დან 39 დოლარამდე გამოიმუშავებს.
როგორც გამოცემა წერს, კომპანიამ ქარხნის მუშები სამ რეგიონად და შვიდ ძირითად დონედ დაყო. მათი ანაზღაურება რეგიონების და დონეების მიხედვით სხვადასხვაა. მაგალითად, ფრემონტის ქარხანაში დასაქმებული პირველი დონის მუშის საათობრივი ანაზღაურება დაახლოებით 25 დოლარს შეადგენს, ყველაზე დაბალ ანაზღაურებად რეგიონში კი ხელფასი 22 დოლარს შეადგენს საათში. იხილეთ სრულად