ჰარი ინგლისში ბრუნდება, უილიამი მეფის მოვალეობებს შეითავსებს - რა ხდება ბრიტანეთში მას შემდეგ, რაც მეფეს სიმსივნე დაუდგინდა | Allnews.Ge

ჰარი ინგლისში ბრუნდება, უილიამი მეფის მოვალეობებს შეითავსებს - რა ხდება ბრიტანეთში მას შემდეგ, რაც მეფეს სიმსივნე დაუდგინდა

დიდი ბრი­ტა­ნე­თის მეფე ჩარლზს სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და - ამის შე­სა­ხებ ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს არ არის პროს­ტა­ტის კიბო.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მე­ფეს სურს სა­ჯა­რო მო­ვა­ლე­ო­ბებს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­უბ­რუნ­დეს. გან­ცხა­დე­ბა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ”მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა და­დე­ბი­თად არის გან­წყო­ბი­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მი­მართ და მო­უთ­მენ­ლად ელის, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­უბ­რუნ­დეს სრულ სა­ჯა­რო მო­ვა­ლე­ო­ბას.”

რაც შე­ე­ხე­ბა დე­დო­ფალს, ის სა­ჯა­რო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას გა­აგ­რძე­ლებს, პრინ­ცი უი­ლი­ა­მი კი მე­ფის ზო­გი­ერთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას შე­ი­თავ­სებს. მე­დი­ის ცნო­ბით, ქეით მიდლტო­ნი სა­მე­ფო მო­ვა­ლე­ო­ბებს აღ­დგო­მის შემ­დეგ და­უბ­რუნ­დე­ბა.

ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრინ­ცი ჰარი მა­მის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ლონ­დონ­ში დაბ­რუნ­დე­ბა - ვი­ზი­ტი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში იგეგ­მე­ბა.

myquiz