რას მალავს სამეფო ოჯახი? - ქეით მიდლტონი საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ საწოლიდან ვერ დგება | Allnews.Ge

რას მალავს სამეფო ოჯახი? - ქეით მიდლტონი საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ საწოლიდან ვერ დგება

სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ქეით მიდლტონის ავადმყოფობის შესახებ და როგორც ჩანს, წინ გრძელი გზა აქვს გამოჯანმრთელებამდე. ქეითის გულშემატკივრები კი ღელავენ და ფიქრობენ, რომ სამეფო ოჯახი რაღაცას მალავს.

პრინცესა იანვრის შუა რიცხვებში მოხვდა კლინიკაში. ოფიციალური ცნობებით, ორი კვირა დარჩებოდა ჰოსპიტალში. საზოგადოების წინაშე წარდგენა კი მხოლოდ მარტში იგეგმებოდა.

ოპერაციამდე წინა სამი კვირა პრინცესა არ ჩნდებოდა არსად. 14 იანვარს ის და მისი მეუღლე ბრუნეის პრინცის ქორწილს უნდა დასწრებოდნენ, თუმცა ქორწილმაც მათ გარეშე ჩაიარა. აღმოჩნდა, რომ მიზეზი საკმაოდ სერიოზული იყო. სამეფო ოჯახმა გამოაქვეყნა მიმართვა და საზოგადოებას აცნობა, რომ მიდლტონმა მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაიტარა. ისიც დასძინეს, რომ ოპერაცია დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა საზოგადოებას ეჭვი გაუჩნდა, რომ სინამდვილეში ეს სასწრაფო ჩარევა იყო. სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ მანამდე იუწყებოდნენ, თითქოს 14 იანვარს სამეფო წყვილი ბრუნეიში უნდა ყოფილიყო.

დიაგნოზს და კონკრეტულ მიზეზს ოფიციალური წყარო კვლავ არ იუწყება. "ქეითს იმედი აქვს, რომ საზოგადოება გაგებით მოეკიდება მის სურვილს, სამედიცინო ინფორმაცია კონფიდენციალური დარჩეს". მხოლოდ ის თქვეს, რომ მერილებონის კლინიკაში პრინცესა 16 იანვარს შეიყვანეს და სპეციალისტები დაკვირვების ქვეშ აგრძელებდა მკურნალობას. მარტამდე არ გეგმავს საჯარო გამოსვლებს და როგორც გამოცხადდა, პრინციც შეამცირებს სამუშაოს რაოდენობას და შეწყვეტს უცხოეთში ვიზიტებს, რომ ცოლის გვერდით იყოს და სამ შვილს მიხედოს.

"პრინცესას იმედი აქვს, რომ მალე აღიდგენს ძალებს, რადგან მის სამუშაოზე ბევრი ადამიანია დამოკიდებული. ბოდიშს იხდის ყველა დაინტერესებული მხარის წინაშე, რადგან მას უწევს მიმდინარე საქმეების გადადება", - ნათქვამია განცხადებაში, თუმცა გულშემატკივრები მეტ ინფორმაციას ელოდებიან და სასახლიდანაც იმედს იძლევიან, რომ ეტაპობრივად კვლავ აცნობებენ საზოგადოებას ქეითის გამოჯანმრთელების ამბებს.

ახლა კი გაირკვა, რომ პრინცესა მართლაც გამოწერეს ორი კვირის თავზე, თუმცა ისევ წოლითი რეჟიმი აქვს და უნდა ისწავლოს საქმეების წარმოება მწოლიარემ. ოფიციალური განცხადებით, ნებისმიერი დატვირთვა მის გამოჯანმრთელებას ხელს შეუშლის, ამიტომ ის კარგა ხანს უნდა იწვეს. ექიმების თქმით კი, სავარაუდოდ, საზოგადოების წინაშე ვერ წარდგება უახლოესი თვეების განმავლობაში. იხილეთ სრულად

myquiz