იცოდით, რომ საფრანგეთის სკოლებში ბავშვებს ღვინოს ასმევდნენ და მშობლები ამას მიესალმებოდნენ - უცნაური ქცევის მიზეზი გაგაოცებთ
ერთი შეხედვით ძნელი დასაჯერებელია ეს ამბავი, მაგრამ ფაქტია. როგორც ცნობილია, საფრანგეთი ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორია და ამ ქვეყანაში ღვინოს უდიდეს პატივს სცემენ. თავად ფრანგები არც მალავენ ამ სასმელის სიყვარულს, თუმცა ერთხელ საქმე იქამდე მივიდა, რომ სკოლებში ბავშვებს რთავდნენ ნებას, შესვენებებზე ღვინო დაელიათ.
ამას მაშინ "გონივრული" ახსნა ჰქონდა. მიიჩნეოდა, რომ ალკოჰოლი კარგად აცხელებს და კლავს მიკრობებს. ამიტომ, ბავშვებს შორის ავადმყოფობები რომ შეემცირებინათ, ალკოჰოლს იშველიებდნენ. მე-20 საუკუნის ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს დღეში 4 ჭიქამდე სასმელის დალევის უფლება ჰქონდა: სიდრის, ღვინის ან ლუდის. რა თქმა უნდა, სასმელს წყლით აზავებდნენ, რომ ბავშვებს ყელი არ ჩასწვოდათ და მშვიდად დაელიათ. ყველა შესვენებაზე სასადილოებში თბილ სასმელს არიგებდნენ, ჩაისა და კომპოტის ნაცვლად.
მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მასწავლებლებმა დაიწყეს ჩივილი ბავშვების ქცევასთან დაკავშირებით: ისინი კარგავდნენ კონტროლს, გაკვეთილებზე იძინებდნენ და საერთოდ არ აინტერესებდათ არაფერი. ნელ-ნელა ზოგიერთი სკოლის დირექტორმა აკრძალა სპირტიანი სასმელის დარიგება მოსწავლეებისთვის. იხილეთ სრულად