შეხვედრა 1-წლიანი განშორების შემდეგ: რუსეთის მიერ დატყვევებულმა წყვილმა ერთმანეთი კიევში იპოვა - "ამდენი ხანი ველოდით ჩახუტებას"
თითქმის 1-წლიანი დაშორების შემდეგ უკრაინელი წყვილი კვლავ შეხვდა ერთმანეთს. 29 წლის ილია მუზიკა და 27 წლის ალინა პანინა მარიუპოლს იცავდნენ - მუზიკა 2022 წლის 12 აპრილს დაატყვევეს, ხოლო მისი საცოლე ოცეულთან ერთად წაიყვანეს ერთი თვის შემდეგ. გათავისუფლების შემდეგ, მათ ერთმანეთი კიევში იპოვეს.
"ძალიან ბედნიერები ვართ, ემოციებით გადატვირთული. ამდენი ხანი ველოდით ლაპარაკს, ჩახუტებას", - განუცხადა პანინამ ჟურნალისტებს. მან რუსეთში გატარებულ დღეებს "სასტიკი" უწოდა - გამტაცებლები ატყუებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ უკრაინამ ომი წააგო.
მუზიკამ და პანინამ ერთმანეთი 2019 წელს, მარიუპოლში მსახურობის დროს გაიცნეს. ქალაქის მრავალი მაცხოვრებლის მსგავსად, ისინიც ჯარში ჩაირიცხნენ და ომის პირველ დღეებში მარიუპოლის აზოვმაშის ქარხნის დასაცავად იბრძოდნენ. იხილეთ სრულად