ალა პუგაჩოვას, მაქსიმ გალკინისა და რუსეთიდან წასული სხვა ვარსკვლავებისთვის კრემლში "სასჯელი" მოიფიქრეს - რა ემუქრებათ პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ადამიანებს | Allnews.Ge

ალა პუგაჩოვას, მაქსიმ გალკინისა და რუსეთიდან წასული სხვა ვარსკვლავებისთვის კრემლში "სასჯელი" მოიფიქრეს - რა ემუქრებათ პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ადამიანებს

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მამ გა­ნი­ხი­ლა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ქო­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ა­სა და სა­პა­ტიო წო­დე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას გუ­ლის­ხმობს.

თუ კა­ნონპ­რო­ექტს მი­ი­ღე­ბენ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რუსი ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ქვეყ­ნი­დან წა­ვიდ­ნენ, ცუდ დღე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან

რას წერს რუ­სუ­ლი მე­დია?

კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო­ში ოთხშა­ბათს გა­ნი­ხი­ლეს, 450 დე­პუ­ტა­ტი­დან, მხა­რი 395-მა და­უ­ჭი­რა. მისი გან­ხილ­ვა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი­დევ ერთხელ არის და­გეგ­მი­ლი. ქვე­ყა­ნა­ში აქამ­დეც არა­ერ­თი კა­ნო­ნი მოქ­მე­დებ­და, რო­მე­ლიც გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას ზღუ­დავ­და. მა­გა­ლი­თად, კა­ნო­ნი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჯა­რო მო­წო­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბას და მას­თან "ბრძო­ლას" ეხე­ბა.

თუმ­ცა აქამ­დე კა­ნონ­ში არა­ფე­რი იყო ნათ­ქვა­მი რუ­სე­თი­დან "გაქ­ცე­უ­ლი" ვარ­სკვლა­ვე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად გა­მო­ა­ცხა­დეს.

ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­შობ­ლო­დან წა­ვიდ­ნენ და ჯერ კი­დევ აქვთ აქ­ტი­ვე­ბი ქვე­ყა­ნა­ში, კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ თავს სა­ზღვარ­გა­რეთ. ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და­უს­წრებ­ლად მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლებს ქო­ნე­ბა ჩა­მო­არ­თვან, თუ მათი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი ექ­სტრე­მიზ­მის­კენ მო­წო­დე­ბას შე­ი­ცავს და მათი მოქ­მე­დე­ბე­ბი საფრ­თხეს შე­უქ­მნის ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.

ვის შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს ახა­ლი კა­ნო­ნი?

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ მაქ­სიმ გალ­კინ­სა და ალა პუ­გა­ჩო­ვას ახლა სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი აქვთ შეშ­ფო­თე­ბის­თვის. გა­სულ წელს მათ წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­ტარ­და წი­ნას­წა­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო შე­მოწ­მე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 207.3 (რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­სა­ხებ შეგ­ნე­ბუ­ლად ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბა) სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 280.3 მუხ­ლით.

ტე­ლეგ­რამ არ­ხის, SHOT-ის თა­ნახ­მად, ვარ­სკვლა­ვუ­რი ოჯა­ხის უკვე ცნო­ბილ გან­ცხა­დე­ბებს სო­ცი­ა­ლურ­მა აქ­ტი­ვის­ტებ­მა და­უ­მა­ტეს ახა­ლი მა­სა­ლე­ბი გალ­კი­ნის გა­მოს­ვლე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბით კვიპ­როს­სა და თურ­ქეთ­ში - სა­დაც მან თით­ქოს აღი­ა­რა, რომ აფი­ნან­სებ­და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს.

347035427852351-43568-1706590851.jpeg

ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, საფრ­თხის ქვეშ აღ­მოჩ­ნდე­ბა სო­ფელ გრი­აზ­ში მდე­ბა­რე ცნო­ბი­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 1 მი­ლი­არ­დი რუბ­ლია. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მოს­კოვ­ში ვრცელ­დე­ბო­და ჭო­რე­ბი, რომ წყვი­ლი ცდი­ლობ­და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვას, მაგ­რამ ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მა­მუ­ლი ახ­ლაც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია გალ­კი­ნის სა­ხელ­ზე. იხილეთ სრულად