როდის იხილავს მსოფლიო მზის სრულ დაბნელებას - 2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ასტრონომიული სანახაობა, რომელიც მხოლოდ 20 წლის შემდეგ განმეორდება
8 აპრილს მილიონობით ადამიანი მზის სრულ დაბნელებას იხილავს, განცხადებას NASA აქვეყნებს. მზის სრული დაბნელებისას მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ექცევა, რის გამოც ცეცხლოვანი ვარსკვლავი ჩვენი პლანეტის ნაწილისთვის გარკვეული დროით უხილავი ხდება. ამას მეორენაირად "ტოტალურობის გზასაც" უწოდებენ.
რას ნიშნავს მზის სრული დაბნელება და კონკრეტულად სად გამოჩნდება ის?"ტოტალური გზის" ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები მზის სრულ დაბნელებას იხილავენ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ შეეძლებათ შეუიარაღებელი თვალით ე.წ. მზის გვირგვინი ("ცეცხლოვანი რგოლი"), ანუ ვარსკვლავის გარე ატმოსფერო დაინახონ, რომელიც, როგორც წესი, მზის სიკაშკაშის გამო არ ჩანს. ის ადამიანები, რომლებიც "ტოტალურობის გზის" გარე ტერიტორიებზე იმყოფებიან, მხოლოდ ნაწილობრივ დაბნელებას დაინახავენ. მზის სრული დაბნელებისგან განსხვავებით, ამ დროს მთვარე მზის უმეტეს ნაწილს ფარავს, მაგრამ არა მთელს.
2024 წლის 8 აპრილს მზის სრული დაბნელება წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში დაიწყება, შემდეგ კი ის ჩრდილოეთ ამერიკას, მექსიკას, შეერთებულ შტატებს და საბოლოოდ კანადას გადაკვეთს. 8 აპრილის შემდეგ აშშ-ში მომდევნო მზის სრული დაბნელება 2044 წლამდე აღარ განმეორდება. იხილეთ სრულად