"მე არ ვარ ღარიბი ადამიანი" - რამდენს გამოიმუშავებს YouTube-დან და რატომ დატოვა არესტოვიჩმა უკრაინა | Allnews.Ge

"მე არ ვარ ღარიბი ადამიანი" - რამდენს გამოიმუშავებს YouTube-დან და რატომ დატოვა არესტოვიჩმა უკრაინა

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის ყო­ფილ მრჩე­ვე­ლი ოლექსი არეს­ტო­ვი­ჩი, ნიუ-იორკში დე­კემ­ბერ­ში ნა­ხეს, იან­ვარ­ში კი - ვარ­შა­ვა­ში. არეს­ტო­ვი­ჩი ჟურ­ნა­ლოს­ტებს არ­წმუ­ნებს, რომ მან ლე­გა­ლუ­რად და­ტო­ვა უკ­რა­ი­ნა და აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ უკ­რა­ი­ნის სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე არის აღ­ძრუ­ლი.

ოლექსი არეს­ტო­ვი­ჩის წი­ნა­აღ­მდეგ კი­დევ ერთი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრეს: "ვე­ლო­დე­ბით "მზვე­რა­ვის" უკ­რა­ი­ნა­ში სწრაფ დაბ­რუ­ნე­ბას“ - რას წერს რა­დას დე­პუ­ტა­ტი?ანა ოლიც­კის­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში 48 წლის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. სა­უ­ბა­რი ნიუ-იორკში შედ­გა, სა­დაც იმ დროს არეს­ტო­ვი­ჩი ცხოვ­რობ­და "პა­ტა­რა და მყუდ­რო" ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში, რო­მე­ლიც გა­დაჰ­ყუ­რებ­და ცენ­ტრა­ლურ პარკს.

მისი თქმით, ამე­რი­კა­ში "უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის" მოწ­ვე­ვით ჩა­ვი­და.

"ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად ეხე­ბო­და იმას, რომ უკ­რა­ი­ნას გა­და­ე­ცეს დახ­მა­რე­ბის შემ­დე­გი ტრან­ში“, - ამ­ბობს ალექ­სეი.

მისი თქმით, მან და­ტო­ვა უკ­რა­ი­ნა "რა­ღაც­ნა­ი­რად", მაგ­რამ ლე­გა­ლუ­რად.

ნიუ-იორ­კის შუ­ა­გულ­ში მდე­ბა­რე ბინა, სა­დაც არეს­ტო­ვი­ჩი მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და.

"პირ­ვე­ლი, მე არ ვარ ღა­რი­ბი ადა­მი­ა­ნი. მე­ო­რეც, ეს არის უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რად­გან აქ უსაფრ­თხო­ე­ბის რე­ჟი­მი ბევ­რად უკე­თე­სია, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ერ სხვა უბან­ში. მე­სა­მეც, ეს მას­პინ­ძე­ლი მხა­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბია, მათ­თვის უფრო ად­ვი­ლია ჩემი აქ ყოფ­ნა." - თქვა არეს­ტო­ვიჩ­მა.

რო­გორც არეს­ტო­ვიჩ­მა თქვა, YouTube არ არის მისი შე­მო­სავ­ლის მთა­ვა­რი წყა­რო.

"თვე­ში 1030 დო­ლა­რი, ეს არ არის მთა­ვა­რი შე­მო­სა­ვა­ლი, ძი­რი­თა­დი შე­მო­სა­ვა­ლი არის სე­მი­ნა­რე­ბი, რო­მელ­საც ვა­ტა­რებ. ხალ­ხი ჩემ­თან სწავ­ლობს. გააგრძელეთ კითხვა

myquiz