ნატომ 1988 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო - რას მოიცავს ალიანსის წვრთნები “მტკიცე მცველი”? | Allnews.Ge

ნატომ 1988 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო - რას მოიცავს ალიანსის წვრთნები “მტკიცე მცველი”?

ნატომ 1988 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.

წვრთნები “მტკიცე მცველი” ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკის პორტიდან აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სადესანტო გემის გასვლით დაიწყო, რომელიც ატლანტიკურ ოკეანეს გადაკვეთს. წვრთნების ფარგლებში ეს პირველი ტაქტიკური მანევრია.

იანვრის ბოლომდე წვრთნებს კანადის ფლოტის გემი შეუერთდება, რომელიც ჰალიფაქსის პორტიდან ევროპისკენ გაემართება. წვრთნები მიზნად ისახავენ ალიანსის რეაქციის იმიტირებას ისეთი ქვეყნების მხრიდან თავდასხმაზე, როგორიც რუსეთია. ცალკე წვრთნები სერიებისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა ადგილას გაიმართება - ჩრდილოეთ ამერიკიდან ნატოს აღმოსავლეთ ფლანგამდე.

წვრთნებში 90 000 სამხედრო მოსამსახურე, 50 სამხედრო-საზღვაო გემი, 80 თვითმფრინავი და 1 100-ზე მეტი საბრძოლო მანქანა იქნება ჩართული.

myquiz