სიმართლე Playboy-ს 100-მილიონიან სასახლეზე - სკანდალები, სექსუალური გოგონები და ერთი კაცის ახირებები | Allnews.Ge

სიმართლე Playboy-ს 100-მილიონიან სასახლეზე - სკანდალები, სექსუალური გოგონები და ერთი კაცის ახირებები

სულ მალე Playboy-ს და­მა­არ­სებ­ლის, ჰიუ ჰეფ­ნე­რის ცო­ლის, კრის­ტალ ჰეფ­ნე­რის მე­მუ­ა­რე­ბი, Only Say Good Things: Surviving Playboy and Finding Myself გა­მო­ვა. თა­რი­ღად 23 იან­ვა­რი და­სა­ხელ­და.

კრის­ტალ ჰეფ­ნე­რი Playboy-ს დამ­ფუძ­ნებ­ლის შე­სა­ხებ აქამ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებ­ზე მე­მუ­ა­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბამ­დე, ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს და ჰი­უს­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბის წლებს იხ­სე­ნებს.

კრის­ტალ­მა ჰიუ ჰეფ­ნე­რი 2008 წელს, ჰე­ლო­უ­ინ­ზე გა­იც­ნო. მა­შინ ქალი 21 წლის იყო, ჰიუ კი 82-ის. გო­გო­ნამ თა­ვი­სი ფოტო გაგ­ზავ­ნა და Playboy-ს წვე­უ­ლე­ბა­ზე და­პა­ტი­ჟეს. ჰეფ­ნერ­მა კრის­ტა­ლი სხვა ქა­ლებ­თან ერ­თად სა­ძი­ნე­ბელ­ში აიყ­ვა­ნა. აქე­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში კრის­ტა­ლი უკვე ჰეფ­ნე­რის ჰა­რამ­ხა­ნა­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც სა­ბო­ლო­ოდ,10 წელი დაყო.

pbm-46-small1-1200x1020-61299-1705986959.jpg

სა­სახ­ლე­ში მდიდ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჰიუს წე­ლი­წად­ში 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უჯ­დე­ბო­და

ჰეფ­ნე­რი ბრენ­დი იყო და მისი სა­სახ­ლე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კი არა, კომ­პა­ნი­ის სა­თა­ვო ოფი­სი. ის იყო ერ­თგვა­რი კულ­ტი. კრის­ტალს 12 წლის ასაკ­ში მამა გარ­და­ეც­ვა­ლა და მისი ცხოვ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი.

"ჰიუს გაც­ნო­ბის შემ­დეგ, თმის შე­ღებ­ვა და ისე­თი ტან­საც­მლის ტა­რე­ბა და­ვი­წყე, რო­გო­რიც არ უნდა მცმო­და", - იხ­სე­ნებს ქალი და ამ­ბობს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად Playboy-ს სა­სახ­ლით მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი იყო.

"ვფიქ­რობ­დი, რომ ეს ყვე­ლა­ზე გა­სა­ო­ცა­რი რამ იყო, რაც კი ცხოვ­რე­ბა­ში მე­ნა­ხა", - იხ­სე­ნებს კრის­ტა­ლი. მი­სი­ვე თქმით, სახ­ლში მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის ჯგუ­ფი ჰყავ­დათ, კრის­ტალს კი ევა­ლე­ბო­და, რომ ჰეფ­ნე­რის­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა.

414983000-896982125481699-5453143410622823681-n-61410-1705986985.jpg

ჰეფ­ნერს სჯე­რო­და, რომ მისი ცხოვ­რე­ბა იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ის­წავ­ლიდ­ნენ, ამი­ტომ ყო­ვე­ლი დღის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბას ცდი­ლობ­და. ამ საქ­მის­თვის კი თურ­მე 3 000-მდე წიგ­ნა­კი ჰქონ­და.

ჰეფ­ნერ­მა კრის­ტალს ცხვი­რის და მკერ­დის ოპე­რა­ცია გა­ა­კე­თე­ბი­ნა.

"როცა ჩემს ძველ ფო­ტო­ებს ვუ­ყუ­რებ, სა­დაც უდი­დე­სი იმპლან­ტე­ბი და ღია ფე­რის თმა მაქვს, ცოტა მე­ცი­ნე­ბა. სექს თო­ჯი­ნას ვგა­ვარ", - ამ­ბობს კრის­ტა­ლი.

გო­გო­ნებს, რომ­ლე­ბიც 24 სა­ა­თი ჰეფ­ნე­რის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში იყ­ვნენ, კაცი კვი­რა­ში 1000 დო­ლარს უხ­დი­და. ქა­ლებს ევა­ლე­ბო­დათ, რომ ამ თან­ხი­დან ნა­წი­ლი თა­ვი­ანთ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კრის­ტა­ლი ჰეფ­ნე­რის ჰა­რამ­ხა­ნა­ში იერ­არ­ქი­ის მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე ავი­და. ის ჯერ მთა­ვა­რი გერლფ­რენ­დი გახ­და, შემ­დეგ მისი სა­ცო­ლე, ბო­ლოს კი მე­უღ­ლე. იხილეთ სრულად