ჩინეთ-ყირგიზეთის საზღვარზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა (ვიდეო) - რა ინფორმაცია ვრცელდება მომხდარზე?
ჩინეთ-ყირგიზეთის საზღვარზე 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ჩინეთის მიწისძვრის ქსელების ცენტრმა განაცხადა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი სინძიანის რეგიონში, უშუს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და სტიქიის ზონაში დაახლოებით 200 მაშველი გაგზავნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაშავდა და 120-ზე მეტი სახლი დაზიანდა. დაშავებული ექვსი ადამიანიდან ორს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. მიწისძვრამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, თუმცა მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება მალევა აღუდგა. ჩინეთის მიწისძვრის ქსელების ცენტრის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ 40-მდე ბიძგი დაფიქსირდა.