მძევლების ნათესავები ისრაელის პარლამენტში შეიჭრნენ | Allnews.Ge

მძევლების ნათესავები ისრაელის პარლამენტში შეიჭრნენ

„ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ნათესავების ჯგუფი იერუსალიმში, ქნესეტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მძევლების ნათესავები მოითხოვდნენ, რომ კანონმდებლებმა მეტი გააკეთონ მძევლების გასათავისუფლებლად. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით : „აქ ვერ ისხდებით, სანამ ისინი იქ კვდებიან“.

„გაათავისუფლე ისინი ახლავე!“ - სკანდირებდნენ პარლამენტში შეჭრილი მოქალაქეები.

მანამდე, მძევლების ნათესავებმა აქცია გამართეს იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლის წინ, სადაც კარვებიც გაშალეს და ისრაელის მთავრობას მძევლების გათავისუფლების მიზნით შეთანხმების სასწრაფოდ მიღწევისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, ისრაელის ინფორმაციით, ღაზაში, ამ დროისთვის, 130-ზე მეტი მძევალი იმყოფება.

myquiz