სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გაეროში, სავარაუდოდ, 22-დან 24 იანვრამდე გაგრძელდება. ის მონაწილეობას მიიღებს გაეროს უშიშროების საბჭოს ყოველკვარტალურ ღია დებატებში ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ, მათ შორის პალესტინის საკითხზე, ასევე დაესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელზედაც უკრაინის საკითხებს განიხილავენ.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან არანაირ კონტაქტებს არ გეგმავს.