"სექსუალური სიამოვნება ღვთის საჩუქარია, მაგრამ კათოლიკეებმა თავი უნდა აარიდონ პორნოგრაფიას"- რას აცხადებს რომის პაპი?
"სექსუალური სიამოვნება ღვთის საჩუქარია, მაგრამ კათოლიკეებმა თავი უნდა აარიდონ პორნოგრაფიას" - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა. მისი თქმით, სექსუალური სიამოვნებას პორნოგრაფია "ძირს უთხრის" და "ურთიერთობის გარეშე კმაყოფილებამ შეიძლება დამოკიდებულება გამოიწვიოს".
პორნოგრაფიის საშიშროებაზე პაპმა 2022 წელსაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ონლაინ პორნოს კათოლიკე მონაზვნები და მღვდლებიც უყურებენ.
"ეს არის მანკიერება, რომელიც ბევრ ადამიანს აქვს. ამდენი კაცი, ამდენი ქალი და ასევე მღვდელი და მონაზონი“, - თქვა მან.