აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებს დაარტყა - რა ვიცით მომხდარზე?
შეერთებულმა შტატებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებს კიდევ ერთხელ დაარტყა, - ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობასაც არ ასაჯაროებს.
მისი თქმით, აშშ-ის სამიზნე რამდენიმე ობიექტი იყო, საიდანაც ახალი თავდასხმები მზადდებოდა.
მანამდე, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰუსიტებმა“ ადენის ყურეში აშშ-ის კუთვნილ გემს დრონით დაარტყეს, რის შედეგადაც გემი დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა. გემზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ვაშინგტონმა განაცხადა, რომ „ჰუსიტები“ გლობალურ ტერორისტულ ერთეულად ხელახლა აღიარეს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ მიმდინარე აგრესიის შეჩერებისკენ არის მიმართული