სალათის ფოთლები, ლობიო, სოკო - ხულიო იგლესიასის ბარგში 42 კგ საკვები აღმოაჩინეს და მომღერალი აეროპორტში დააკავეს | Allnews.Ge

სალათის ფოთლები, ლობიო, სოკო - ხულიო იგლესიასის ბარგში 42 კგ საკვები აღმოაჩინეს და მომღერალი აეროპორტში დააკავეს

ეს­პა­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ა­სი დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში, პუნ­ტა კა­ნას აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს, რად­გან ბარ­გში 42 კი­ლოგ­რა­მი საკ­ვე­ბი გა­დაჰ­ქონ­და.

იგ­ლე­სი­ა­სი დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში ბა­ჰა­მის კუნ­ძუ­ლე­ბი­დან ჩაფ­რინ­და, სა­დაც სა­ბა­ჟო კონ­ტრო­ლის დროს და­ა­კა­ვეს. ჩე­მოდ­ნე­ბის გახ­სნის შემ­დეგ, ოფიც­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მომ­ღე­რალს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით საკ­ვე­ბი გა­დაჰ­ქონ­და, მათ შო­რის მოც­ვი, სა­ლა­თის ფო­თო­ლი, ლო­ბიო, მარ­წყვი, ჟოლო, რუ­კო­ლა და სოკო.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მომ­ღე­რა­ლი ბარ­გის ჩა­მორ­თმე­ვის შემ­დეგ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა.

მას­თან ერ­თად მგზავ­რე­ბი აე­რო­პორ­ტში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა­ში დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩა­ერ­თო და სა­ბო­ლო­ოდ, მომ­ღე­რა­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

მომ­ღე­რალს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია, მაგ­რამ ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც იგ­ლე­სი­ასს გა­დაჰ­ქონ­და, შე­საძ­ლოა მისი პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის ან მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის ყო­ფი­ლი­ყო გან­კუთ­ვნი­ლი.

myquiz