ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი არ შეიცვლება, ის არასოდეს შეიცვლება - ჩვენ უნდა შევიცვალოთ, ჩვენ არ უნდა მივცეთ მას და სხვა აგრესორებს საშუალება დანაშაული ჩაიდინონ | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი არ შეიცვლება, ის არასოდეს შეიცვლება - ჩვენ უნდა შევიცვალოთ, ჩვენ არ უნდა მივცეთ მას და სხვა აგრესორებს საშუალება დანაშაული ჩაიდინონ

პუტინი არ შეიცვლება. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საშუალება დანაშაული ჩაიდინოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლა, განადგურება და შიში მე-20 საუკუნის ომის მეთოდებია, რომლებსაც პუტინი იყენებს და მათი ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის.

„ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი უკვე 2 წელია მიმდინარეობს, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის დაწყებიდან თითქმის 10 წელი გავიდა. პუტინი აგრძელებს იმ გზას, რაც მე-20 საუკუნეში უნდა დასრულებულიყო. ეს არის ომი, განადგურება და შიში, რომ კონფლიქტი არასოდეს დასრულდება. ფაქტობრივად, პუტინი ომს განასახიერებს. პუტინი არ შეიცვლება, ის არასოდეს შეიცვლება. ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას და სხვა აგრესორებს საშუალება დანაშაული ჩაიდინონ. მსგავსი რეჟიმები იქამდე არსებობენ, სანამ ომის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ.“- განაცხადა ზელენსკიმ.

myquiz