ბაქოში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა- დაღუპულის ვინაობა ცნობილია
ბაქოში, ბინაგადის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახელოსნოში მომხდარ აფეთქებას, საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. სერრაჯ იუსიბოვი ბოლნისის სოფელ ნახიდურის მკვიდრი იყი იგი. არსებული ინფორმაციით, 35 წლის კაცი ბაქოში სამუშაოდ იყო წასული.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 24. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ავტორი