“სიკვდილი ჯაშუშებს“ - პუტინმა სტალინის "საიდუმლო იარაღი“, სმერში აღადგინა - რა ხდება ცნობილი კრემლის გეგმებსა და სამხედრო დაზვერვის სამსახურზე
რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო დაზვერვის სამსახური, სმერში აღადგინა. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანდრეი გურულევმა "ტელეგრამის" არხზე დაწერა.
ზაბაიკალის ოლქის დეპუტატის აზრით, "საბჭოთა სტრუქტურა ეფექტიანი იქნება რუსეთის რეგიონებში"."ვესაუბრებოდი შორეულ აღმოსავლეთს, სადაც ატომური წყალქვეშა გემები გვყავს. იქაც კი შეიძლება საფრთხე გვემუქრებოდეს, ამიტომ ცოტა სხვანაირად უნდა შევხედოთ თავდაცვის საკითხებს“, - ამბობს დეპუტატი.
პარლამენტარი ასევე თვლის, რომ რუსული სპეცსამსახურები ინტენსიურად მუშაობენ, თუმცა ხარვეზები მაინც არის. გასული წლის ივნისში გურულევმა აღნიშნა, რომ რუსეთში უახლოეს მომავალში საჭირო იყო სმერშის, ან მსგავსი სტრუქტურის შექმნა, რომელიც წესრიგს დაამყარებდა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, "ტელეგრამში" სახელით "სმერში" რამდენიმე არხი და ბოტი გაჩნდა. მათი სპეციფიკა - დასმენაა: აღნიშნულ ტელეგრამ-არხებში, რომელსაც საბჭოთა კავშირის კონტრდაზვერვის პატივსაცემად სმერში დაარქვეს, ყველაზე ხშირად იმ ადამიანებზე წერენ, რომლებიც "სპეცოპერაციის“ მოწინააღმდეგეები არიან.
მაგალითად, 2023 წლის ნოემბერში რუსმა ძალოვნებმა ფეოდოსიის მკვიდრი დააკავეს. მას სოციალურ ქსელ Vkontakte-ში უკრაინული ჯგუფის, "Антитела-ს“ ვიდეორგოლი, "Фортеця Бахмут“ ჰქონდა გაზიარებული. ის პირდაპირ მაღაზიაში, შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს.
კლიპში, რომელსაც ყირიმელი აზიარებდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სიმბოლიკა ჩანდა. ქალი 2 დღით დააკავეს. მოგვიანებით ტელეგრამზე არხმა "Крымский СМЕРШ-მა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ქალი ბოდიშებს იხდიდა. იხილეთ სრულად